საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი  UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

" ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც დღეს მენდო და ჩემ კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 


ჩემ უმთავრეს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ფეხბურთის განვითარება და უკვე უეფას აღმასკომის წევრის რანგში ვეცდები მნიშვნელოვნად შევუწყო ხელი ევროპული, შესაბამისად, ქართული ფეხბურთის განვითარებას. 
აქვე მინდა მივულოცო ალექსანდრ ჩეფერინს უეფა-ს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. " - წერს ლევან კობიაშვილი "ფეისბუკში"

ფოტო UEFA