ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეჯიბრება ქალთა შორის 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეჯიბრება ქალთა შორის 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი 9 ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო შეჯიბრების პირველი ეტაპის შემდეგ მე-7 ადგილზე იყო და დღეს, საკვალიფიკაციო შეჯიბრების მე-2 ეტაპის წინ რვა საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრის და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შანსს ინარჩუნებდა. თუმცა მე-2 ეტაპი მისთვის წარუმატებელი გამოდგა და მან საბოლოოდ გამოსვლა 25-ე ადგილზე დაასრულა. საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 590 ქულით საუკეთესო ბულგარელი ანტუანეტა კოსტადინოვა იყო