საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა. ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდის მფლობელი. ლაშა ძალოსნობაში პირველი, ყველაზე პოპულარული და უბრალოდ, ძაან თავმდაბალი პერსონაჟია.

ტალახაძე საუკეთესოდ სხვა გამოკითხვებშიც დასახელდა. 2016 ლაშას სეზონი იყო.

მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული ლამაზი პრიზი ლაშასთვის ბევრს ნიშნავს.

ლაშა ტალახაძე: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას. ნებისმიერი აღიარება სასიამოვნო, საპატიო, განსაკუთრებულია. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ყველას აქვს მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო, უნდა ეცადო, რომ შენი შრომა და დახარჯული ენერგია დაფასდეს. მსიამოვნებს, რომ ჩემი შედეგები დააფასეს და ძალიან მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი გავხდი. მართლა ორიგინალური, ეფექტური პრიზია. პრინციპში, ირაკლი წულაძის პრიზებისთვის ეს დამახასიათებელია. ავტორი თავის ნამუშევარს დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს. მადლობა ირაკლის ამისთვის“.

გალა-საღამოზე:

ლ.ტ: „ძალიან ლამაზი იყო. მესიამოვნა, რომ ჟურნალისტების საღამოს სპორტის ბევრი გულშემატკივარი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, უშუალოდ მინისტრი, ოლიმპიური კომიტეტის წევრები, სპორტსმენები და თავისთავად, ჟურნალისტები დაესწრნენ. ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და ეს ქართული სპორტის პოპულარიზაცია, წინსვლა, ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. საღამო მშვენიერი იყო. საინტერესო მუსიკალური ფონით. Niutone უკვე ცნობილი ჯგუფია და ახალი Killer Beats უმეტესობას მოეწონა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ორგანიზატორებს და იმედი მაქვს, ეს ყოველწლიურად ჩატარდება“.

გეგმებზე:

ლ.ტ: „ვარჯიში, ენერგიის რაციონალურად გადანაწილება და მხოლოდ საუკეთესო შედეგი ყველა ტურნირზე. რაღაცაც როდესაც აღწევ, კონკრეტული დონე აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. მწვრთნელებს აქვთ გეგმა და ამ გეგმას მივყვები. წელს დაგეგმილ ყველა ტურნირზე ღირსეულად, საუკეთესოდ მინდა გამოსვლა. კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვარ“.

ლაშა ტალახაძემ შარშან ყველაფერი მოიგო.

ახალ სეზონში ლაშას ახალი მოტივაცია აქვს. ტალახაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, 2016 წლის საუკეთესოა. ათასი პროცენტით ეკუთვნოდა.

ლაშა პირველია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გალა-საღამოზე სპეციალური პრიზები დააწესა კომპანია რომპეტროლ საქართველომ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიცალური სპონსორია.

რომპეტროლ საქართველოსა და ძალოსნობის კოლაბორაცია ლაშა ტალახაძის ოლიმპიური, მსოფლიო ტრიუმფით და უდიდესი აღიარებით დასრულდა. ქართულმა ძალოსნობამ ამ პერიოდში უამრავი რეკორდი მოხსნა და 2015-ში, საქართველოს საუკეთესო ფედერაციად დასახელდა. შარშან, ძალოსნობამ იდენტურ საღამოზე სამი ინდივიდუალური პრიზი მიიღო.

რომპეტროლ საქართველომ  1 000 ლიტრი საწვავი სპორტული ჟურნალისტების ვერსიით საუკეთესო მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს გადასცა.

რომპეტროლ  საქართველომ 1 000 ლიტრი საწვავი სპორტული ჟურნალისტების ვერსიით საუკეთესო სპორტსმენს, ლაშა ტალახაძეს გადასცა.

და კომპანია აპირებს სპორტში, ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერთა სიებში  დარჩენას.

გალა-საღამოზე კომპანია რომპეტროლ საქართველო წარმოადგინა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა შალამბერიძემ.

თეონა შალამბერიძე: „მოგეხსენებათ, კომპანია რომპეტროლ საქართველო გახლავთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი და ჩვენი კომპანია ორმაგად მოხარულია იმ წარმატების გამო, რაც ძალოსნობის ფედერაციასთან  თანამშრომლობამ მოგვიტანა. ეს თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის წარმატებული იყო და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ამ დიდ წარმატებაში. სიამოვნებით ჩავერთეთ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გალა-საღამოში და აღნიშნულ ასოციაციასთან შეთანხმებით  საუკეთესო სპორტსმენისთვისა და მწვრთნელისთვის სპეციალური პრიზების დაწესება გადავწყვიტეთ. ჩვენი სპორტსმენები იმსახურებენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას. მათი დამსახურება დარჩება ისტორიას და კომპანია რომპეტროლ საქართველო სიამოვნებით დაუდგება მათ გვერდში. ვულოცავთ ლაშას, ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ მათ მომავალში მეტი წარმატების მიღწევას და ქართველი გულშემატკივრების კიდევ ბევრჯერ გახარებას“. რომპეტროლ საქართველო - კომპანია, რომელიც სპორტთან მეგობრობს. ლამაზი და სამაგალითო ჟესტი სხვა კომპანიებისთვის.