ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
65 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალურ შეხვედრაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ლაშა გურულმა, ინდოელი მოკრივე აბჰინაშ ჯამვალი 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
ფინალში გასავლელ ორთაბრძოლაში ლაშა გურული ყაზახ ერტუგან ზეინულინოვს და ოლიმპიურ ჩემპიონს, უზბეკ ასადხუჯა მუიდინხუჟაევს შორის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება .
განახლება 00:26
ამ უკანასკნელთა შეხვედრა ეს-ესაა დასრულდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ლაშა გურულს და ასადხუჯა მუიდინხუჟაევს შორის ნახევარფინალური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.