ქობულეთში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის  ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის - სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "ახალი ტალღის" პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა.  

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.