ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




