ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
გუშინ, გვიან ღამით, ლივერპულში, რინგზე 85 კგ წონითი კატეგორიის მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი გავიდა. მას მეოთხედფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში მეტოქეობას ყაზახი ბექზად ნურდაულეტოვი უწევდა.
დაძაბულ ორთაბრძოლაში გიორგი ყუშიტაშვილმა 3:2 სძლია მეტოქეს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქედ უკრაინელი დანილო ასანი ეყოლება. შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მერვედფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა ლაშა გურული. იგი დღეს ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს ინდოელ აბჰინაშ ჯამვალთან.