მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის მატჩები დასრულდა.

კოსოვომ სლოვენიაში მასპინძლებს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელ პლეი-ოფში ამაში გაინაღდა.

კოსოვოს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსიც აქვს. ამისთვის მან ბოლო ტურში სახლში შვეიცარია 6:0 უნდა დაამარცხოს

სლოვენია - კოსოვო 0:2(0:1)
გოლები: 6' ფისნიკ ასლანი 0:1, 64' ჟან კარნიჩნიკი, საკუთარ კარში 0:2
გაძევება: 53' პეტარ სტოიანოვიჩი (სლოვენია,მეორე ყვითელი)


ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ სახლში შვედეთი დაამარცხა.

შვეიცარია - შვედეთი 3:1(1:1)
გოლები: 12' ბრილ ემბოლო 1:0, 33' ბენჟამინ ნიგრენი 1:1, 60' გრანიტ ჯაკა, თერთმეტმეტრიანიდან 2:1, 75' დენ ნდოიე 3:1, 90+4 იოჰან მანზაბი 4:1



დარჩენილი შეხვედრები:

18.11 კოსოვო - შვეიცარია
18.11 შვედეთი - სლოვენია

მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება