უეფას საკლუბო ტურნირებზე საკვალიფიკაციო წრის პირველი რაუნდის განმეორებით შეხვედრები მიმდინარეობს.

თბილისის „დინამო“ განმეორებით შეხვედრაში ლუქსემბურგის კომუნა მონდორფის ასეთივე სახელწოდების გუნდს შეხვდა.

მასპინძლებმა, რომლებსაც სტუმრად შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, პირველ ტაიმში მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს, მეორე ტაიმის 65-ე წუთზე კი პენალტი ვერ გამოიყენეს და შეხვედრის ბოლო წუთებში საკუთარ კარში მიიღეს გოლი.

დამატებით დროში სტუმართა კარში დანიშნული კიდევ ერთი პენალტი ზუსტად შესრულების წყალობით თბილისის „დინამომ" გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ რაუნში თამაშის უფლება მოიპოვა.

„დინამო“ - „მონდორფი“ დ.დ.1:1(0:1, 0:0) პირველი შეხვედრა 2:1
გოლები: 86' კლემენტ კუტიურე 0:1, 111' ნიკოლოზ  ნინუა, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
65' წუთზე ალგასიმე ბას დარტყმული პენალტი „მონდორფის“ მეკარემ მოიგერია.