პოლონეთის ქალაქ ვროცლავში კონფერენც ლიგის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

კონფერენც ლიგის ფინალური შეხვედრის პირველი ნახევარი ესპანელებმა აბდე ეზალზულის მიერ მე-9 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს და ანგარიში შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე ინარჩუნებდნენ, დარჩენილ დროში კი „ჩელსიმ“ ოთხი გოლი გაიტანა.

„ბეტისი“ - „ჩელსი" 1:4(1:0)
გოლები: 9' აბდე ეზალზული 1:0, 65' ენცო ფერნანდესი 1:1, 70' ნიკოლას ჯეკსონი 1:2, 83' ჯეიდონ სანჩო 1:3, 90+1' მოისეს კაისედო 1:4

„ჩელსი“ პირველი კლუბი გახდა, რომელსაც უეფას ხუთივე მთავარი ტურნირი აქვს მოგებული. მან თასების მფლობელთა თასი 1970-71, აგრეთვე 1997-98 წლების სეზონში მოიპოვა, უეფას სუპერთასის მფლობელი 1998, აგრეთვე 2021 წელს გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება 2011-12, აგრეთვე 2020-21 წლების სეზონზე იზეიმა, ევროპა ლიგა კი 2012-13 და 2018-19 წლების სეზონზე მოიგო.