დღეს, ბრატისლავაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მფლობელები 4 წონაში გამოვლინდნენ პრიზიორები.

55 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში კობა ქარუმიძე ირანელ არმინ საადი
შამსიპურჰაჯისთან 2:12 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

97 კგ წონაში არმან მკრტჩინმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 3:3-ზე დათმო სომეხ ერიკ ტერ მატევოსიანთან და მე-5 ადგილზე გავიდა.

72 კგ წონაში ალექსანდრე რუსიტაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში სომეხ გორ ხაჩატრიანთან 1:6 დამარცხდა და მე-7 ადგილზე გავიდა.

ხვალ მედლები ბოლო ორ წონაში გათამაშდება. ქართველმა მოჭიდავეებმა, კახაბერ გოგინაშვილმა (60კგ) და ლუკა ფიფიამ (82კგ) საწყისი შეხვედრები წააგეს და ბრძოლას გამოეთიშნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მესამე ადგილზეა, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მას ხვალ ირანი და უზბეკეთი გადაასწრებს. 

 
ხვალ ასპარეზობაში ქართველი მოჭიდავე ქალები ჩაებმებიან. საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატზე ნინი ციცვიძე (57კგ), ლიზა შავაძე (62კგ) და მირანდა კაპანაძე (62კგ) მონაწილეობენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ