ავსტრიის ბუნდესლიგაში 24-ე ტურის, ესპანეთის პრემიერლიგაში კი 29-ე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ავსტრიის ბუნდესლიგაში  ოთარ კიტეიშვილის დას გიზო მამაგეიშვილის გუნდმა სახლში „ზალცბურგთან შეხვედრაში დაკარგა ქულები.

ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 5,7) შეუცვლელად ითამაშა, გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 6,7) კი 70-ე წუთზე შეცვალეს.

„შტურმი“ - „ზალცბურგი“ 1:1(1:1)
გოლები: 32; იორბე ვერტესენი 0:1, 45+5' გორენჩ სტანკოვიჩი 1:1
გაძევება: 90+1' ანრი ჩეიზი („ზალცბურგი“, მეორე ყვითელი)  

შენიშვნა: პირველი ეტაპის შემდეგ გუნდებს დაგროვილი ქულები გაუნახევრდათ

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ „რეალ სოსიედადი“ დაამარცხა. 

გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 8,6 ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდში) მე-15 წუთზე გოლი გაიტანა, 23-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი 89-ე წუთზე შეცვალეს.

„ვილიარეალი“ - „რეალ სოსიედადი“ (3:0)
გოლები: 7' ჟერარ მორენო 1:0, 15' გიორგი მიქაუტაძე 2:0, 23' პეპე (გიორგი მიქაუტაძე) 3:0, 47' ლუკა სუჩიჩი 3:1