უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფისწინა  ჯგუფური ტურნირის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის შეხვედრები დასრულდა

ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა პარიზში, „სტად დე ფრანსზე“, სადაც ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულმა, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“, ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ მიიღო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისვის ორმაგად საყურადღებიო იმ ფაქტის გამოც იყო, რომ მასში ერთმანეთს „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები, ხვიჩა კვარაცხელია და ლამინე იამალი უპირისპირდებოდნენ. სამწუხაროდ, დუელი კვარაცხელიას მიერ 59-ე მიღებული ტრავმის გამო შეწყდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ლამინე იამალი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, საერთოდ არ ჩანდა - იგი საიმედოდ ჰყავდა ჩაკეტილი ლუკას ერნანდეს კვარაცხელიას მინდვრიდან გასვლის მომენტისთვის შეფასება (Flashscore) 7.1 ჰქონდა, იამალის შეფასება 6,2-დან 6.7-მდე ფარგლებში მერყეობდა, ქართველი ფეხბურთელის, აგრეთვე მარკინსონის ტრავმის და  შემდეგ კი „ბარსელონამ“ თამაშის სადავეები იგდო ხელთ და იამალიც გაბრწყინდა. განსაკუთრებით კარგად იგი ბოლო თხუთმეტ წუთში, მინდვრიდან აშკარად დაღლილი ლუკას ერნანდესის გასვლის შემდეგ ათამაშდა და 79-ე წუთზე გოლიც გაიტანა. ეს იამალის მიერ პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 200 მატჩში გატანილი 70-ე გოლი იყო.

საბოლოოდ, იამალის ინდივიდუალური ოსტატობა ბარსელონელებისთვის სეზონში პირველი მარცხისგან თავის დასაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. პარიზელებმა 81-ე და 86-ე წუთებზე ორი გოლი შემატეს აქტივს და 4:2 გაიმარჯვეს, „ბარსელონამ“ კი სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება Flashscore-ს მიხედვით 7.0 იყო, Whoscored-ის მიხედვით კი 7.3. იამალმა Flashscore-სგან  7.9 მიიღო, Whoscored-ისგან კი 7.0

რამდენად სერიოზულია კვარაცხელიას ტრავმა, ხვალ, სამედიცინიო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონა“ 4:2(1:0)
გოლები: 38' დეზირე დუე 1:0, 55' ხავი ესპარტი 1:1, 72' ლუკას ერნანდესი 2:1, 79' ლამინე იამალი 2:2, 81' ვიტინია 3:2, 86' ფაბიან რუიზი 4:2





მასალა ბოლოს შეივსო და განახლდა 03:00 საათზე

მოამზადა რაულ კაპანაძემ