უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის მონაწილეთა გამოსავლენი შეხვედრები დაიწყო.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც მერვედფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად „ბრესტს“ დაუწყვილდა, პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ მინდორზე 67-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად შეიყვანა.
„ბრესტი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 0:3(0:2)
გოლები: 21' ვიტინია, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 45' და 66' უსმან დემბელე 0:2 და 0:3
შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ შეხვდება