უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მეორე დღის შეხვედრები დასრულდა.
მანჩესტერში, „ეტიჰედ სტედიუმზე“, ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. მასპინძლების მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იყო.
სტუმრებმა შეხვედრის საწყის მონაკვეთშივე ორი გოლი გაუტანეს „ქალაქელებს“, 33-ე წუთზე კი მესამედ აიღეს ყოფილი თანაგუნდელის, ჯანლუიჯი დონარუმას კარი და ფაქტობრივად პირველივე ტაიმში გაინაღდეს გამარჯვება.
მეორე ნახევრის დაწყებიდან რვა წუთში ერლინ ჰოლანმა ერი გოლი გაქვითა, მაგრამ მალევე აკლიშმა სამბურთიანი სხვაობა აღადგინა.
75-ე წუთზე ისევ ერლინ ჰოლანმა გამოიჩინა თავი და ანგარიში 2:4 გახდა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 6.4 ) მინდორზე დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა 66-ე წუთზე.
„მანჩესტერ სიტი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ (0:3)
გოლები: 13 დეზირე დუე 0:1, 15, უსმან დემბელე 0:2, 32' ვიტინია 0:3, 53' ერლინ ჰოლანი 1:3, 62' მანეს აკლიუში 1:4, 75' ერლინ ჰოლანი 2:4
90-ე წუთზე ჯანლუიჯი დონარუმამ ფერან ტორესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ორი ტურის შემდეგ „პარი სენ სენ-ჟერმენი“ ექვსი სატურნირო ცხრილის სათავეშია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




