უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა
ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გლაზგოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „რეინჯერსმა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” მიიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა. მეორე ნახევრის მე-12 წუთზე „რეინჯერსის” მცველმა ჯეიმს სენდსმა უხეში ვარდნით შეაჩერა მეტოქე. მსაჯმა სენდს ყვითელი უჩვენა და რადგან მას ორი წუთის წინ უკვე მიღებული ჰქონდა გაფრთხილება, მინდვრიდან გააძევა იგი, მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პიოტრ ზელინსკის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე ალან მაკგრეგორმა მოიგერია, იგი მატეო პოლიტანოს მიუვიდა და მან მეკარის მოედნის მახვილი კუთხიდან აიღო მეტოქის კარი. ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა და ზელინსკიმ პენალტით განმეორებით დაარტყა. მეკარემ ამჯერადაც შეძლო ბურთის მოგერიება. 67-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმულ ბურთზე ბორნა ბარიშიჩმა ითამაშა ხელით საჯარიმოში. ამჯერად თერთმეტმეტრიანი პოლიტანომ დაარტყა და ანგარიში გახსნა. 85-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი, 90+1 წუთზე კი ტანგაი ნდომბელემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ხვიჩა კვარაცხელია 90-ე წუთზე ელმასმა შეცვალა „რეინჯერსი” – „ნაპოლი” 0:3(0:0) გოლები: 68′ მატეო პოლიტანო, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 85′ ჯაკომო რასპადორი 0:2, 90+1′ ტანგაი ნდომბელე 0:3 გაძევება: 57′ ჯეიმს სენდსი (რეინჯერსი”, მეორე ყვითელი) „ნაპოლი” 2 2 0 0 7-1 6 „ლივერპული” 2 1 0 1 3-5 3 „აიაქსი” 2 1 0 1 5-2 3 „რეინჯერსი” 2 0 0 2 0-7 0