ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად ხორციელდება.
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ღირებულება 1 932 221 ლარია. სამუშაოები საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სრულ განახლებას ითვალისწინებს.
2026 წელს ქუთაისში ჯამში 26 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების საერთო ღირებულება 10 924 000 ლარს შეადგენს.








