ხვალ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საიუბილეო, მესამასე შეხვედრას ჩაატარებს.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასზე ჩვენი გუნდი „ავჭალის“ სტადიონზე ტონგას უმასპინძლებს.
ნაკრებმა თამაშისთვის მზადება დღეს, „შევარდენის“ ბაზაზე კაპიტნის ვარჯიშით დაასრულა.
ხვალ შეხვედრა თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.




