დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი L ჯგუფში.

ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფზე“, ინგლისმა პანამას სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა,

ინგლისი - პანამა 2:0(0:0)
გოლები: 62' ჯუდ ბელინგემი 1:0, 67' ჰარი კეინი 2:0

ფილადელფიაში, „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე“, ხორვატიამ განა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. 

განა 4 ქულით რვა საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და პლეი-ოფში ისიც ითამაშებს.

ხორვატია - განა 2:1(1:0)
გოლები: 31' პეტარ სუჩიჩი 1:0, 73' დერიკ ლუკასენი 1:1, 83' ნიკოლა ვლასიჩი 2:1



ამ მომენტისთვის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა:

მექსიკამ (მეთექვსმეტედფინალში ეკვადორს შეხვდება), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ (მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდება), შვეიცარიამ, კანადამ, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ (მეთექვსმეტედფინალში აშშ-ს შეხვდება), ბრაზილიამ (მეთექვსმეტედფინალში იაპონიას შეხვდება), მაროკომ (მეთექვსმეტედფინალში ნიდერლანდებს შეხვდება), აშშ-მა, ავსტრალიამ (მეთექვსმეტედფინალში ეგვიპტეს შეხვდება), პარაგვაიმ (მეთექვსმეტედფინალში გერმანიას შეხვდება), გერმანიამ, კოტ დ'ივუარმა (მეთექვსმეტედფინალში ნორვეგიას შეხვდება), ეკვადორმა, საფრანგეთმა (მეთექვსმეტედფინალში შვედეთს შეხვდება), ნორვეგიამ, სენეგალმა, არგენტინამ (მეთექვსმეტედფინალში კაბო-ვერდეს შეხვდება), ნიდერლანდებმა, იაპონიამ, შვედეთმა, ბელგიამ, ეგვიპტემ, ესპანეთმა, კაბო-ვერდემ, კოლუმბიამ, პორტუგალიამ, ინგლისმა, ხორვატიამ, განამ.

დარჩენილი სამი საგზურის მოპოვების შანსი აქვთ: ირანს, სამხრეთ კორეას, ავსტრიას, ალჟირს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და უზბეკეთს.