კაუნასში, „დარიუსის და გირენასის“ სტადიონზე, ლიეუვამ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს უმასპინძლა.
შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლების კარში ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
კაუნასში საქართველოსთვის ნაკრებმა ისტორიაში მე-100 მოგება მიითვალა
ლიეტუვა - საქართველო 0:2(0:0)
გოლი: 70' გიორგი მიქაუტაძე, თერმეტმეტრიანიდან 0:1, 83' გიორგი მიქაუტაძე 0:2
გაძევება: 90+3' გვიდას გინეიტისი (მეორე ყვითელი)
საქართველომ შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი - ილია ბერიაშვილი (64' ივა გელაშვილი), ლაშა დვალი (75' ლუკა ლოჩოშვილი), ლუკა გადრანი (85' გიორგი გოჩოლეიშვილი) - გიზო მამაგეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე (85' ბუდუ ზივზივაძე), ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი (75' გიორგი წიტაიშვილი) - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე (85' გიორგი კვერნაძე), ზურიკო დავითაშვილი (75' ნიკა გაგნიძე)




