დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხორვატიის გუნდზე გამარჯვებას ულოცავს.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „ევრო 2025“-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.