„უემბლიზე", ევრო 2020-ის ფინალურ სეხვედრაში ერთმანეთს ინგლისის და იტალიის ნაკრები გუნდები შეხვდნენ
შეხვედრის პირველი ნახევრის მე-2 წუთზე ინგლისელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ფლანგიდან ჩააწოდეს და კარიდან ~6 მეტრის მანძილში მყოფმა ლიუკ შოუმ ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. შეხვედრის მეორე ნახევარში იტალიელებმა ჯერ მცირე დროში ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან, შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს (66', ლეონარდო ბონუჩი). შეხვედრის ძირითად და დამატებით დროში გოლი აღარ გასულა. პიკფორდმა მეორე პენალტი მოიგერია, შემდეგ მარკუს რაშფორდამა მე-3 პენალტი ძელს მოარტყა. შემდეგ სანჩოს დარტყმული მოიგერია დონარუმამ, მე-5 პენალტი პიკფორდმა მოიგერია. ინგლისელთაგან მე-5 პენალტი ბუკაიო საკამ დაარტყა, დონარუმამ იმარჯვა და იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა