მიუნხენის „ალიანც არენაზე“ „პარი სენ_ჟერმენს“ და მილანის „ინტერს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობს.

რუმინელი იშტვან კოვაჩის სასტვენის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ და „ინტერმა“  ასეთი შემადგენლობებით დაიწყეს თამაში:

„პარი სენ-ჟერმენი“
ჯანლუიჯი დონარუმა - აშრაფ ჰაკიმი, მარკინოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში - ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუიზი - დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია

„ინტერი“
იან ზომერი - ბენჟამინ პავარი, ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი - დენზელ დუმფრიზი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ჰენრიხ მხითარიანი, ფედერიკო დიმარკო - მარკუს ტურამი, ლაუტარო მარტინესი

შეხვედრის მე-12 წუთზე ვიტინიამ საჯარიმოს მარცხენა კუთხისკენ დეზირე დუეზე გააკეთა გადაცემა, ამ უკანასკნელმა მეკარის მოედანთან ჩააწოდა და აშრაფ ჰაკიმმა ანგარიში გახსნა. 

მე-20 წუთზე დეზირე დუემ მეორედ აიღო „ინტერის“ კარი.