ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეექვსე საშეჯიბრებო დღის შეხვედრები დასრულდა.
100 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ილია სულამანიძის მიერ ბაქოში მოპოვებული მედალი ქართველ ძიუდოისტთა მიერ ბაქოში მოპოვებული რიგით მესამე მედალია. ილია სულამანიძემდე, შეჯიბრების პირველ დღეს, გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შეჯიბრების მესამე დღეს ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა, შეჯიბრების მეოთხე დღეს კი ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი.
კაცები, 60კგ
1. აჰმედ იუსუფოვი - აზერბაიჯანი
2. შერზოდ დავლატოვი - ყაზახეთი
3. გიორგი სარდალაშვილი - საქართველო
3. რიუჯუ ნაგაიამა - იაპონია
ქალები, 48კგ
1. ვაკანა კოგა - იაპონია
2. ასუნტა სცუტო - იტალია
3. შირინ ბუკლი - საფრანგეთი
3. საბინა გილიაზოვა - რუსეთი
კაცები, 66კგ
1. ჰიფუმი აბე - იაპონია
2. დევიდ გარსია ტორნე - ესპანეთი
3. დენის ვიერუ - მოლდოვა
3. ტაკეში ტაკეოკა - იაპონია
ქალები, 52კგ
1. უტა აბე - იაპონია
2. არიან ტორო სოლერი - ესპანეთი
3. აიუმი ლეივა სანჩესი - ესპანეთი
3. ოდეტ ჯუფრიდა - იტალია
კაცები, 73კგ
1. რიუჯა ტანაკა - იაპონია
2. მახმადბეკ მახმადბეკოვი - არაბთა გაერთიანებული სამიროები
3. რაშიდ მამადალიევი - აზერბაიჯანი
3. დაიან ბულემტაფესი - საფრანგეთი
ქალები, 57 კგ
1. აკარი ომორი - იაპონია
2. ეთერ ლიპარტელიანი - საქართველო
3. ანა ვიქტორია პულიზი - ხორვატია
3. მარიცა პერისიჩი - სერბეთი
კაცები, 81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი - საქართველო
2. ზელიმ ცკაევი - აზერბაიჯანი
3. ომარ რაჯაბი - აზერბაიჯანი
3. მიჰაილო სიმინი - სერბეთი
ქალები, 63 კგ
1. ჰარუკა კაძუ - იაპონია
2. კერემ პრიმო - ისრაელი
3. რენატა ზახოვა - ჩეხეთი
3. ენხრილენ ლხაგვატოგო - მონღოლეთი
კაცები, 90 კგ
1. სანშირო მურაო - იაპონია
2. გოკი ტაჯიმა - იაპონია
3. ბორის რუტოვიჩი - სერბეთი
3. მურად ფატიევი - აზერბაიჯანი
ქალები, 70 კგ
1. აი ცუნოდა რუსტანტი - ესპანეთი
2. მიხაელა პოლერესი - ავსტრია
3. მადინა ტაიმაზოვა - რუსეთი
3. ჯოვანა სკოციმარო - გერმანია
კაცები, 100 კგ
1. ილია სულამანიძე - საქართველო
2. დოტა არაი - იაპონია
3. ნიაზ ბილალოვი - რუსეთი
3. ჯენარო პირელლი - იტალია
ქალები, 78 კგ
1. ელიზავეტა ლიტვინენკო - არაბთა გაერთიანებული საამიროები
2. კაილა ისუფი - საფრანგეთი
3. კურენა იკედა - იაპონია
3. ანა მონტენ ოლეკი - გერმანია
შეგახსენებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს 1965 წლიდან ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატამდე 15 ოქროს, 19 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




