თბილისში, „მიხეილ მესხზე“, 26-ე ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა.

ეროვნული ჩემპიონატის გასული წლის გამარჯვებულმა, „იბერია 1999-მა“, საკუთარ მინდორზე გორის დილა შეხვედრის კომპენსირებული დროის მიწურულს გატანილი მეორე თერთმეტმეტრიანის წყალობით დაამარცხა.

„დილა“ 58-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდა, 90+6 წუთზე კი მის კარში დანიშნული მეორე პენალტის გამო სანიანგის პროტესტს კი მისი ზედიზედ ორი გაფრთხილება და მინდვრიდან გაძევება მოჰყვა.

„იბერია 1999“ - „დილა“ 2:1(0:0)
გოლები: 63' ნიკოლოზ დადიანი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 82' მუჰამედ დიუფი 1:1, 90+8' ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, თერთმეტმეტრიანიდან 2:1
გაძევება: 58' ჟოაო არაუხო (მეორე ყვითელი), 90+6' მამინ სანიაგი (მეორე ყვითელი)



მოამზადა რაულ კაპანაძემ