უეფას კონფერენც ლიგაზე პლეი-ოფის წინა ჯგუფური ტურნირის პირველი ტურის შეხვედრები დასრულდა.

საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ ევროტურნირზე თავის სადებიუტო მატჩში ბელგიაში „სენტ ტრუიდენს“ სტუმრობდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ვერაფრით გამოიჩინეს თავი მათ მსგავსად ევროტურნირზე პირველად მოასპარეზე გუნდთან და დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი მასპინძლებმა თითქმის ცენტრიდან გაიტანეს წინ გამოსული გიორგი მაკარიძის კარში.

„სენტ ტრუიდენი“ - „იბერია 1999“ 2:0(1:0)

გოლები: 11' რობერტ ვანვესემაელი 1:0, 88' ილიას სუბარი 2:0

მომდევნო შეხვედრას „იბერია 1999“ თბილისში გამართავს. მისი მეტოქე „მიალბი“  იქნება. მან პირველ ტურში ანდორის  „ინტერ კლუბ ესკალდესი“ 2:0 დაამარცხა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ