გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეცამეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ბუდი ზივზივაძის „ჰაინდენჰაიმმა" სახლში მეორე ადგილზე მყოფი „ნიურბერგი“ მიიღო და გაიმარჯვა.

ბუდუ ზივზივაძემ (Flashscore — 7,5) შეუცვლელად ითამაშა. მან სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა და ექვსი გატანილი გოლით მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების წინა რიგებში გადაინაცვლა.

„ჰაიდენჰაიმი“ — „ნიურბერგი“ 3:1(1:0)
გოლები: 13' პატრიკ მაინკა 1:0, 39' მარსელ კოსტლი, საკუთარ კარში 1:1, 61' ბუდუ ზივზივაძე 2:1, 65' იან შოპნერი 3:1



მოამზადა რაულ კაპანაძემ