კატარის დედაქალაქ დოჰაში გრძელდება ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარი შეხვედრები +78კგ წონითი კატეგორიის ქალებსა და +100კგ წონითი კატეგორიის კაცებს შორის. 

+100 კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალში გურამ თუშიშვილი იაპონელ ტაცურუ საიტოს შეხვდა.

იაპონელმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილი შებოჭვაზე დაიჭირა და გამარჯვება მოიპოვა.

გურამ თუშიშვილი ასპარეზობას გამოეთიშა.