კონფერენც ლიგაზე საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნითი ტურის განმეორებითი შეხვედრები დასრულდა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნეში, „ინვერ პარკზე“, ადგილობრივმა “ლარნემ“ გიბრალტარის „ლინკოლ რედ იმპსს“ უმასპინძლა.

2026/27 წლების უეფას ევროპა კონფერენციის ლიგის წილისყრის ექვსივე კალათა განისაზღვრა. გუნდები მეტოქეებს პარასკევს, 28 აგვისტოს გაიგებენ. ტურნირის ფინალურ ეტაპზე სულ 36 გუნდი იასპარეზებს.

2026/27 წლების უეფას ევროპა კონფერენციის ლიგის მონაწილეები:

პირველი კალათა: „ატალანტა“ (იტალია), „ბრაგა“ (პორტუგალია), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ფრაიბურგი“ (გერმანია), „მონაკო" (საფრანგეთი), „კოპენჰაგენი“ (დანია).

მეორე კალათა: „მიდტიულანდი“ (დანია), „რედ სტარი“ ბელგრადი (სერბეთი), „გენტი“ (ბელგია), „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი), „პაფოსი“ (კვიპროსი), „ბრაიტონი“ (ინგლისი).

მესამე კალათა: „ლუგანო" (შვეიცარია), „ხეტაფე“ (ესპანეთი), „ტვენტე“ (ნიდერლანდები), „კუპსი" (ფინეთი), „ბორაცი ბანია-ლუკა“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა), „სენტ-ტრუიდენი" (ბელგია).

მეოთხე კალათა: „„ლინკოლ რედ იმპსი" (გიბრალტარი), „ბრანი" (ნორვეგია), „ჰარტსი" (შოტლანდია), „კაირატი" (ყაზახეთი), „ტრაბზონსპორი" (თურქეთი), უნივერსიტატეა“ (რუმინეთი).

მეხუთე კალათა: „რიგა" (ლატვია), „ჰაიდუკი" (ხორვატია), „იაბლონეცი" (ჩეხეთი), „ნორდსიელანდი" (დანია), „ინტერკლუბ ესკალდესი" (ანდორა), „ორჰუსი" (დანია).

მეექვსე კალათა: „თუნი" (შვეიცარია), ცსკა (ბულგარეთი), „ჟალგირისი" (ლიტვა), „მიალბიუ" (დანია), „იბერია 1999" (საქართველო), „ეგნატია" (ალბანეთი).

2026/2027 წლების ევროპის საკონფერენციო ლიგის კენჭისყრა დღეს, 28 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის ორმატჩიან დუელში „იბერია 1999-მა“ გასვლაზე 0;0 ითამაშა, შინ კი, ძირითადი დროის 1:1-ით დასრულების შემდეგ, დამატებით დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა და კონფერენც ლიგის საგზური გაინაღდა, რაც, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ გუნდს უეფას არცერთი საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წლის შემდეგ არ უასპარეზია, შეფასდა როგორც „ისტორიის დაწერა“.