უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის ორი პირველი შეხვედრა გაიმართა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგების უმთავრესი პრეტენდენტების, „რეალის" და „მანჩესტერ სიტის" შეხვედრა ერთობ მოულოდნელად დაიწყო: შეხვედრის 14-ე წუთზე ანგარიში უკვე 2:1 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ.

პირველი გოლი ბერნარდო სილვამ მე-2 წუთზე გაიტანა და „ბერნაბეუ" დაადუმა, მაგრამ „რეალმა" მყისვე შეუტია დიდი ძალებით და და მე-12 წუთზე ედუარდო კამავინგას დარტყმის შემდეგ ბურთი „მანჩესტერ სიტი" კარში აღმოჩნდა. ბურთი ფრანგის დარტყმის შემდეგ რუბენ დიაშს მოხვდა და მისგან რიკოშეტით გავიდა. უეფამ ავტოგოლი დააფიქსირა.   

ორ წუთში „რეალი" როდრიგოს გოლით დაწინაურდა.

რეალი შეტევებს განაგრძობდა და შეხვედრის მე-65 წუთამდე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მანჩესტერელები კი თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდნენ.

https://twitter.com/footballontnt/status/1777788632625037550?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1777788632625037550%7Ctwgr%5Eb71ed76470614f48350708235e9466d2ebd7dce8%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.dailymail.co.uk%2Fsport%2Flive%2Farticle-13287437%2FReal-Madrid-vs-Man-City-Champions-League-quarter-final-2023-24-Live-Result.html


მე-66 წუთზე  მანამდე ჩრდილში მყოფმა ფილ ფოდენმა საჯარიმოსთან მიიღო ბურთი და მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 5 წუთის შემდეგ კი მცველმა იოშკო გვარდიოლმა „მანჩესტერ სიტი" მეორედ დააწინაურა.

„რეალი" საკუთარ მოედანზე დამარცხებას ფედერიკო ვალვერდემ გადაარჩინა. ურუგვაელმა ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა.


 „არსენალსა" და „ბაიერნს" შორის მეოთხედფინალურ შეხვედრაშიც  ფრე დაფიქსირდა.

მასპინძლები მე-12 წუთზე ბუკაიო საკამ დააწინაურა. მე-18 წუთზე სერ გნაბრიმ ანგარიში გაათანაბრა, 32-ე წუთზე კი „ბაირნი" ჰარი კეინის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა.

შეხვედრის 76-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა ანგარიში გაათანაბრა.