პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 97 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა მეოთხეფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ქართველმა მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა მეოთხედფინალში უკრაინელი მურაზ მჭედლიძე ანგარიშით 11:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
გივი მაჭარაშვილის მეტოქე ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი იქნება.