გივი მაჭარაშვილი

ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრები 97კგ წონით კატეგორიაში

გივი მაჭარაშვილი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგაგომედოვთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულთან იჭიდავებს.


ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა უნდა მოიგოს ან ბრინჯაოს მეორე ფინალში დამარცხებულს აჯობს და მეხუთ ადგილი დაიკავოს.

ამ დროისთვის საქართველომ ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოლიმპიური ლიცენზიიდან მხოლოდ ერთი მოიპოვა (125კგ გენო პეტრიაშვილი), 57-65-74-86კგ წონით კატეგორიებში კი ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში აჰმედ ტაჟუდინოვმა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი 9:2(5:0) დაამარცხა