ესპანეთი ლა ლიგა 2-ში ოცდამეთვრამეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“, რომელიც საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად და ლა ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის  იბრძვის, ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ინარჩუნებს მეექვსე ადგილს.

გიორგი წიტაიშვილმა (Flashscore - 6,7) 62-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო და შემდეგ თამაშს გამოტოვებს.