პორტუგალიის ლიგაში ოცდამეერთე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ლიდერების, „პორტუს“ და „სპორტინგის“, შეხვედრაში ანგარიში 76-ე წუთზე სეკო ფოფანამ გახსნა. „სპორტინგი“ წაგებას არ შეურიგდა და ბოლო წუთამდე იბრძოლა ქულის მოსაპოვებლად და 90+10 წუთზე ლუის სუარესმა, მას შემდეგ, რაც მისი დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია, შეძლო ბურთის დაუფლება და გოლის გატანა.
გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
„სპორტინგმა“ „პორტუს" 4-ქულიანი უპირატესობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის საშუალება არ მისცა, თუმცა „ბენფიკასთან“ მისი უპირატესობა ასევე ოთხ ქულამდე შემცირდა.





