ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამეთორმეტე ტური შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“, რომელიც საქართველოს ნაკრების სომხეთთან მატჩის გამო ქართველი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა სახლში „კასტელონი“ 3:2 დაამარცხა და შეჯიბრების დასრულებამდე ათი ტურით ადრე ერთპიროვნულად გალიდერდა.
„ლევანტე“ - „კასტელონი“ 3:2(2:1)
გოლები: 27' უსმან კამარა 0:1, 34' ივან რომერო, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 45+3' ივან რომერი 2:1, 55' უსმან კამარა 2:2, 88' დელა, თერთმეტმეტრიანიდან 3:2
გამარჯვება მოიპოვა გიორგი წიტაიშვილის „გრანადამაც“, რომელიც ასევე ქართველი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა.
„გრანადა“ - „რეალ ოვიედო“ 1:0(1;))
გოლი: 10' ლუკას ბოიე