პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა მძლეოსანთა ასპარეზობა შუბის ტყორცნაში. 

ქართველმა პარასპორტსმენმა დავით ქავთარაძემ შუბი 35 მეტრსა და 71 სანტიმეტრზე სტყორცნა და მერვე ადგილი დაიკავა.

პარალიმპიური ოქროს მედლის მფლობელი კოლუმბიელი ხოსე გრეგორიო ლემოს რივასი გახდა. მეორე ადგილ უკრაინელმა ვლადისლავ ბილიიმ დაიკავა, მესამე კი ჩინელი დუნცუიან ანი იყო.

დავით ქავთარაძე პარალიმპიურ თამაშებში მეორედ მონაწილეობდა. ტოკიოში მან  სიგრძეზე მხტომელთა ასპარეზობაში 5 მეტრი და 76 სანტიმეტრი აჩვენა და მეთორმეტე ადგილი დაიკავა.