უმაგრესი და ისტორიული სიახლეები ასტანიდან, სადაც პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს - გიორგი ქალდანი და საბა ბაღდვძე მსოფლიო ჩემპიონები არიან! - ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი სოციალურ  ქსელში წერს. 

ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქრო, ჩვენთვის უკვე რეკორდია, არადა ხვალ რევაზ ჩიკოიძე, ზვიად გოგოჭური და ზურაბ ზურაბიანი გავლენ ტატამზესაქართველო ამაყობს ჩვენი პარაათლეტებით! - წერს რატი იონათამიშვილი.