რამდენიმე წუთის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე მტკვარში საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორი ცხედარი და ავტომობილი იპოვეს. მყვინთავთა ჯგუფი და შსს-ს ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი ამ დრომდე მუშაობს, რომ მესამე დაკარგულის პოვნაც მოხერხდეს.

თბილისში, 14 მაისის ღამეს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.