ესპანეთის ლა ლიგაში მეცხრამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ სახლში „ალავესი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ მიუახლოვდა.
გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 7,4) ამ შეხვედრაში ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა.
„ვილიარეალი“ - „ალავესი“ 3:1(0:0)
გოლები: 49' ალბერტო მოლეირო 1:0, 55' ჟერარ მორენო 2:0, 75' გიორგი მიქაუტაძე 3:0, 85' ტონი მარტინესი 3:1





