მაროკოში მიმდინარე აფრიკის „ერთა თასზე“ პირველი ორი მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა
მალის და სენეგალის შეხვედრაში სენეგალელები 27 წუთზე დაწინაურდნენ, ტაიმის მიწურულს რიცხობრივ უპირატესობაშიც დარჩნენ და მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგობის მიუხედავად შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულება და ნახევარფინალში გასვლა შეძლეს.
მალი - სენეგალი 0:1(0:1)
გოლი: 27' ილიმან ნ'დაიე
გაძევება: 45+3' ივ ბისუმა (მალი, მეორე ყვითელი)
მაროკოს და კამერუნის გუნდების შეხედრაში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო. ბრაჰიმ დიასმა ამ შეხვედრაში ტურნირზე თავისი მეხუთე გოლი გაიტანა.
მაროკო - კამერუნი 2;0(1:0)
გოლები 26' ბრაჰიმ დიასი 1:0, 74' ისმაელ საიბარი 2:0
აფრიკის „ერთა თასის“ ნახევარფინალში მაროკო ნიგერიას და ალჟირს შორის გამარჯვებულს შეხვდება, სენეგალი კი ეგვიპტეს და კო დ'ივუარს შორის უმჯობესს.




