ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეერთე ტურის შეხვედრები დაიწყო.
მადრიდის „რეალმა“ გასვლაზე „ვილიარეალს“ კილიან მბაპეს დუბლით მოუგო და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა, „ატლეტიკოსთან“ თანაბარი ქულების მქონე „ვილიარეალმა“ კი უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო მესამე ადგილი დათმო.
გიორგი მიქაუტაძე (Flashcore - 5.9) მინდორზე ბოლო წუთამდე იყო.
„ვილიარეალი“ - „რეალი“ 0:2(0:0)
გოლები: 47' კილოიან მბაპე, 88' კილიან მბაპე, თერთმეტმეტრიანიდან 0:2





