ესპანეთი ლა ლიგაში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" სახლში „ბეტისი" მიიღო და 4:2 გაიმარჯვა.
„ვალენსიის" ფორვარდმა ჰუგო დურომ შეხვედრის მსვლელობაში გატანილი პირველ ოთხ ბურთში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად მისი გადაცემის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. შემდეგ მან თავით მოულოდნელად გაუტანა მამარდაშვილს, მეორე ტაიმის პირველ წუთებზე კი ორჯერ აიღო სტუმართა კარი.
„ბარსელონა" გასვლაზე „სელტასთან" ორი ბურთით იყო წინ, მაგრამ 82-ე წუთზე ოთამაშე გაუძევეს და ოთხ წუთში ანგარიში გათანაბრდა.
„სელტა" - „ბარსელონა" 2:2(0:1)
„ხეტაფე" - „ვალიადოლიდი" 2:0(0:0)
„ატლეტიკო" - „ალავესი" 2:1(0:1)
„ლას-პალმასი" - „მალიორკა" 2:3(0:0)
„ჟირონა" - „ესპანიოლი" 4:1(4:0)