პარიზში „ფრანს ფუტბოლის" მიერ დაწესებული მსოფლიო საუკეთესო მეკარის ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა.
მსოფლიოს საუკეთესო მეკარის („ტროფეი იაშინი") წოდებაზე წარდგენილთა შორის იყო „ვალენსიას" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით გიორგი მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა.
საუეკეთესო მეკარის წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა „ასტონ ვილას" და არგენტინის ნაკრების მეკარე ემელიანო მარტინესმა.
1. ემელიანო მარტინესი („ასტონ ვილა"/არგენტინა)
2. უნაი სიმონი („ატლეტიკი" ბილბაო/ესპანეთი)
3. ანდრეი ლუნინი („რეალი"/უკრაინა)
4. ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი"/იტალია)
5. მაიკ მენიო („მილანი"/საფრანგეთი)
6. იან ზომერი („ინტერი"/შვეიცარია)
7. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია"/საქართველო)
8. დიოგუ კოშტა (პორტუ"/პორტუგალია)
9. რონვენ უილიამსი („მამელოდი სანდაუსი"/სამხრეთ აფრიკა)
10. გრეგორ კობელი („ბორუსია" დორტმუნდი/შვეიცარია)