იტალიის სერია A-ში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ბენიტო სტირპეზე“ „ვენეციას“ უმასპინძლა.

მასპინძლებმა პირველტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა მეორე ტაიმის 8-წუთიან მონაკვეთში გაანიავეს, თუმცა, ძირითადი დროის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გიორგი კვერნაძემ (flashscore - 7.2) საჯარიმოში ყველას დაასწრო ასხლეტილ ბურთზე თამაში, მოატყუა სტუმართა მეკარე ფილიპ სტანკოვიჩი და მასპინძელთა გულშემატკივრები აღაფრთოვანა.

გიორგი კვერნაძემ წინატურში „ფიორენტინასთან“ სერია A-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, ამჯერად კი სერიაში A-ში გატანილი გოლების ანგარიში გახსნა.

„ფროზინონე“ - „ვენეცია“ 3:2(2:0)
გოლები: 21' და 39' ანტონიო რაიმონდო 1:0 და 2:0, 66' ჯონ იებოა 2:1, 74' რიჩი საგრადო 2:2, 83' გიორგი კვერნაძე 3:2 


საბა გოგლიჩიძის „მონცამ“ გასვლაზე „პარმასთან“ 1;1 ითამაშა, გოგლიჩიძე განაცხადში იყო, მაგრამ მინდორზე არ შესულა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ