ინგლისის „ჩემპიონშიპში“ მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ სახლში ბირმინგემი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
გიორგი ჩაკვეტაძე (Flashscore - 8,4), რომლის საგოლე გადაცემის შემდეგაც ინსმა ანგარიში გახსნა, მწვრთნელმა მეორე ტაიმში მინდორზე აღარ შეუშვა.
„უოტფორდი“ - „ბირნიმგემი“ 3:0(2:0)
გოლები: 9', 38' და 60' ტომ ინსი
„უოტფორდმა“ წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა.




