ინგლისი ჩემპიონშიპში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიძიძის „უოტფორდს“ გასვლითი შეხვედრა უშუალო კონკრენ „პრესტონთან“ ჰქონდა.
პირველ ტაიმში გაშვებული გოლს სტუმრებმა მეორე ტაიმის 55-ე და 57-ე წუთებზე გატანილი ორი გოლით უპასუხეს და დაწინაურდნენ, მაგრამ მოგებიანი ანგარიშის სენარჩუნება ვერ შეძლეს და ფრეს დასჯერდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძე (Flashscore - 6,3) პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, საბა გოგლიჩიძემ (Flashscore - 7,5) კი მინდორზე 90 წუთი დაყო.
აღსანიშნავია, რომ „უოტფორდმა“ ბოლო შვიდი შეხვედრიდან სამი წააგო და ოთხი ფრედ დაასრულა.




