გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ნაკრების გენერალური მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი თანამდებობიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

დათხოვნის მიზეზი, ცხადია, ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა გახდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე. 

მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა, რამაც პლეი ოფში გასვლის საშუალება არ მისცა.