ტორონტოში, „ბიმო ფილდზე“, E ჯგუფის გუნდებმა მეორე ტურის პირველი შეხვედრა გამართეს.

დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე პირველი ტაიმი აფრიკელებმა 30-ე წუთზე ფრანკ კესის მიერ გატანილი გოლით მოიგეს. 

შეხვედრის მეორე ნახევრის 23-ე წუთზე დენიზ უნდავმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 

გერმანიამ შეტევები გააგრძელა და მაშინ, როდესაც კომპენსირებული დროის ამოწურვამდე 2 წუთი იყო დარჩენილი დენიზ უნდავმა მეორედ აიღო მეტოქის კარი.

გერმანია - კოტ-დ'ივუარი 2:1(0:1)
გოლები: 30' ფრანკ კესი 0:1, 68' და 90+4' დენიზ უნდავი 1:1 და 2:1

გერმანიამ პლეი-ოფში თამაში ჯგუფში ბოლო შეხვედრის შედეგის მიუხედავად გაინაღდა.

ამავე ჯგუფში მყოფი ეკვადორის და კიურასოს ნაკრები გუნდები დახლოებით ორი საათის შემდეგ  კანზას-სიტის „ეროუჰედზე“ გავლენ სათამაშოდ.