ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის E ჯგუფში მყოფი გუნდები ჩაებნენ ასპარეზობაში.
გერმანიის და მსოფლიო ჩემპიონატების დებიუტანტის, კირასაოს ნაკრები გუნდების შეხვედრის 21-ე წუთზე ტაბლოზე მოულოდნელი შედეგი, 1:1 დაფიქსირდა, თუმცა, უკვე ტაიმის ბოლოს გერმანიამ ორი გოლის გატანა შეძლო, მეორე ნახევარში კი კიდევ ოთხჯერ აიღო მეტოქის კარტი და დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.
გერმანია - კიურასაო 7:1(3:1)
გოლები: 6' ფელიქს ნმეჩა 1:0, 21' ლივანო კომენენსია 1:1, 38' ნიკო შლოტერბეკი 2:1, 45+5' კაი ჰავერცი, თერთმეტმეტრიანიდან 3:0, 47' ჯამალ მუსიალა 4:1, 68' ნატანიელ ბრაუნი 5:1, 78' დენიზ უნდავი 6:1, 88' კაი ჰავერცი 7:1
ამავე ჯგუფში მოასპარეზე კოტ დ'ივუარის და ეკვადორის ნაკრები გუნდები რამდენიმე საათში ფილადელფიაში გავლენ მინდორზე.




