ფოკსბოროში, „ჯილეტ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე  მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა დასრულდა.

გერმანიის და პარაგვაის შეხვედრის პირველი ტაიმი სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს, მაგრამ მათ მეორე ტაიმის პირველივე წუთებში საპასუხო გოლი გაუშვეს, დარჩენილ დროში კი ვერცერთმა ვეღარ შეძლო მეტოქის კარის აღება.

დამატებით დროში გუნდებმა ასევე ვერ შეძლეს გოლის გატანა, პენალტების სერიაში კი პარაგვაიელებმა იმარჯვეს. 

გერმანია - პარაგვაი დ.დ.1:1(1:1,0:1) პენალტები 3:4
გოლები: 42' ხულიო ენსისო 0:1, 54' კაი ჰავერცი 1:1

მერვედფინალში პარაგვაი საფრანგეთს და შვედეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.